სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
Home საზოგადოება კორუფციასთან ბრძოლა შედეგებს იძლევა, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შარშანდელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესება მოვახერხეთ არის ის, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა მოვახერხეთ – ირაკლი კობახიძე

კორუფციასთან ბრძოლა შედეგებს იძლევა, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შარშანდელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესება მოვახერხეთ არის ის, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა მოვახერხეთ – ირაკლი კობახიძე

by admin

კორუფციასთან ბრძოლა თავის შედეგებს იძლევა – ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შარშანდელ წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესება მოვახერხეთ არის ის, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა მოვახერხეთ , – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

კობახიძემ სხდომის დაწყებისას ეკონომიკური ზრდის მონაცემები წარადგინა. პრემიერის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისში ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის ეკონომიკურმა ზრდამ 7.9% შეადგინა.

კობახიძის განცხადებითვე, ქვეყანა ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს.

“რა თქმა უნდა, კორუფციასთან ბრძოლა თავის შედეგებს იძლევა. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ შარშანდელ წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესება მოვახერხეთ არის ის, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა მოვახერხეთ. კორუფციასთან ბრძოლას ყველა დონეზე ვაგრძელებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay