სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
Home საზოგადოება უკრაინის თავდაცვის ძალების დარტყმის შედეგად სანქცირებული რუსული კონტეინერმზიდი ჩაიძირა

უკრაინის თავდაცვის ძალების დარტყმის შედეგად სანქცირებული რუსული კონტეინერმზიდი ჩაიძირა

by admin

უკრაინის თავდაცვის ძალების დარტყმის შედეგად სანქცირებული რუსული კონტეინერმზიდი ჩაიძირა, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, გასულ ღამეს უკრაინამ შავ და აზოვის ზღვებში წარმატებული იერიშები მიიტანა.

„დარტყმა განხორციელდა სანქცირებულ რუსულ კონტეინერმზიდ Yanina-ზე, რომლის ტევადობაც 100000 ტონაზე მეტია. ჩვენი თავდაცვის ძალების სიზუსტის წყალობით, იგი ფსკერზე გაიგზავნა“, – წერს ზელენსკი X-ზე.

ასევე, მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფებმა ბაშკირეთის რესპუბლიკაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყეს.

„ასევე, დარტყმა განხორციელდა ბაშკირეთში მდებარე სამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. სამიზნეები საზღვრიდან 1600 კილომეტრშია. ეს ქარხნები ყოველწლიურად მილიონობით ტონა ნავთობს ამუშავებენ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay