ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
Home საზოგადოება მთავარი არხი – მოვიპოვეთ მოძალადე სპეცრაზმელების სია

მთავარი არხი – მოვიპოვეთ მოძალადე სპეცრაზმელების სია

by admin

მთავარი არხის, ინფორმაციით, მათ  მოიპოვეს იმ სპეცრაზმელებისა და მათი ხელმძღვანელების სია, რომლებიც “ამ დღეების განმავლობაში აქციის მონაწილეთა არაადამიანურ და ძალადობრივ დარბევასა და დაკავებებში მონაწილეობენ. სია „მთავარ არხს“ პირდაპირ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ფარულად მიაწოდეს.

ეს მოძალადეები უკვე ერთ კვირაზე მეტია სასტიკად უსწორდებიან ადამიანებს, რომლებიც საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ქვეყნის რუსეთისთვის გადაბარებას აპროტესტებენ. ივანიშვილის სპეცრაზმელები საიდენტიფიკაციო ნომრების გარეშე და ნიღბებით მოქმედებენ, რათა მათი ვინაობა დაფარული დარჩეს, თუმცა ახლა მათ სახელებს მთელი საქართველო და აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები გაიგებენ”, – წერს ტელეკომპანია.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay