ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
Home საზოგადოება ირანთან კონფლიქტში დაღუპული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების რიცხვი 18-მდე გაიზარდა

ირანთან კონფლიქტში დაღუპული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების რიცხვი 18-მდე გაიზარდა

by admin

ირანთან კონფლიქტში დაღუპული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების რიცხვი 18-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-მა სერჟანტ ანგელ რამპერსადის ცხედარი ამოიცნო, რომელიც იორდანიაში ირანის იერიშის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა.

ასევე, Associated Press-ის ცნობით, ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას დაშავებული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების საერთო რაოდენობა 500-ს აჭარბებს.

შეგახსენებთ, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ შაბათს გამოაცხადა, რომ ირანის მიერ იორდანიაში სამხედრო ბაზაზე 17 ივლისს განხორციელებული დარტყმის შედეგად ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო ერთი დაკარგულად ითვლებოდა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay