ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2026
Home მსოფლიო ირანი მოლაპარაკებების მიმართ სერიოზულად განწყობილი არ არის – მარკო რუბიო

ირანი მოლაპარაკებების მიმართ სერიოზულად განწყობილი არ არის – მარკო რუბიო

by admin

ირანი მოლაპარაკებების მიმართ სერიოზულად განწყობილი არ არის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ფილიპინებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

“პრობლემა, რომლის წინაშეც ახლა ვართ, არის ის, რომ ისინი მოლაპარაკებების მიმართ სერიოზულად განწყობილი არ არიან. თუ თქვენ ამას სერიოზულად ეკიდებით, მაშინ ჩვენც სერიოზულად ვეკიდებით. ხოლო თუ არა, მაშინ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საკუთარი და ჩვენი მოკავშირეების ინტერესები დავიცვათ. ჩვენ ახლო აღმოსავლეთში ძალიან საშიშ პრეცედენტს შევქმნით თუ ერთი სახელმწიფო საზღვაო ნავიგაციის კონტროლს და გადასახადების დაწესებას შეძლებს. ეს პრეცედენტი შესაძლოა მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც განმეორდეს”, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay