კვირა, აპრილი 19, 2026
Home პოლიტიკა შსს-მ დევნის ბრალდებით ალექსანდრე ელისაშვილი დააკავა

შსს-მ დევნის ბრალდებით ალექსანდრე ელისაშვილი დააკავა

by admin

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დააკავა.

შსს-ს თქმით, ელისაშვილს ბრალად ძალადობის გამოყენებით ჩადენილი დევნა ედება – მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის 156-ე მუხლითაა აღძრული.

შსს ელისაშვილს ქართული ოცნების წევრზე, ალი ბაბაევზე თავდასხმასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ედავება.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან, ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” წევრს, 1954 წელს დაბადებულ ა.ბ.- ს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო.

ალექსანდრე ელისაშვილი სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დააკავეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”. – წერია შსს-ს განცხადებაში.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay