სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
Home მსოფლიო აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმების მორიგი ტალღა განახორციელა

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმების მორიგი ტალღა განახორციელა

by admin

აშშ-ის ძალებმა ირანის წინააღმდეგ მორიგი დარტყმები განახორციელეს, – ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ დარტყმები მიმართული იყო ირანის სამხედრო შესაძლებლობების წინააღმდეგ.

“დარტყმები მიმართულია ირანის სამხედრო შესაძლებლობებზე, რომელიც გამოიყენება ჰორმუზის სრუტეში თავისუფლად მოძრავი გემებისთვის საფრთხის შესაქმნელად. აშშ-ის სამხედროები ირანს პასუხისმგებლობას მთავარსარდლის მითითებით აკისრებენ. აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ირანის სამეთაურო ცენტრებზე, საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე, სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლებლობებზე, ასევე სანაპირო სადაზვერვო ინფრასტრუქტურაზე, რათა კიდევ უფრო შეესუსტებინათ ირანის უნარი, საფრთხე შეუქმნას უდანაშაულო მეზღვაურებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გამავალ კომერციულ გემებზე მსახურობენ”, – განაცხადა აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ.

ირანული მედიის ცნობით, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში, მატ შორის საპორტო ქალაქ ბანდარ აბასში და სამხრეთ ქალაქებში აჰვაზსა და ჩაბაჰარში აფეთქებების ხმები ისმოდა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay