82
ოპოზიციური პარტია „ახალის“ ლიდერი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია დააკავეს.
იგი პოლიციელებმა დააკავეს 4 დეკემბერს 16:45 საათზე შსს-ის მიერ „გირჩი-დროას“ ოფისთან, მას შემდეგ, რაც შსს-ის წარმომადგენლებმა იქ ჩხრეკა დაიწყეს.
გვარამია, როგორც იურისტი, ჩხრეკაზე დასწრებას ითხოვდა. მის დაკავებას წინ უძღოდა პოლიციელებთან შელაპარაკება.
გვარამია პოლიციელმა ძალის გამოყენებით დააკავეს. თავდაპირველად. შელაპარაკებისას ის მიწაზე დააგდეს და შემდეგ ჰაერში ატაცებული გაათრიეს მანქანამდე, რომელსაც არ ჰქონდა პოლიციის განმასხვავებელი ნიშნები.
გვარამიას შემდეგ იმავე ოფისთან, ფიქრის გორაზე, ლუარსაბ შარაშიძის ქუჩაზე დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, აქტივისტი გელა ხასაია.