ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
Home საზოგადოება რაც უფრო მეტი საჯარო მოხელე გამოთქვამთ აზრს, მით უფრო დაცულები იქნებით – გახარია

რაც უფრო მეტი საჯარო მოხელე გამოთქვამთ აზრს, მით უფრო დაცულები იქნებით – გახარია

by admin

ჩვენ გვაქვს დღეს აბსოლუტურად მოძალადე სისტემა, რომელიც ძალადობს ქუჩაშიც და ძალადობს საჯარო მოხელეებზეც. მე მინდა მივმართო ყველა მათგანს, რომელმაც გაბედა და გამოთქვა თავისი განსხვავებული აზრი. ეს ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან იღებენ ეს ადამიანები ხელფასს და თქვენ ვალდებულები ხართ, ყოველთვის გამოთქვათ თქვენი აზრი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს აზრი ემთხვევა საქართველოს უმრავლეს მოქალაქეების აზრს.

ნუ შეგეშინდებათ იმ ვაი პოლიტიკოსების, რომლებიც ამბობენ, რომ ეს კარგია და სისტემა გაიწმინდებაო. თორმეტი წელი ვერაფერი გააკეთეს, თუ რაიმე გასაწმენდი იყო. ამიტომ რაც უფრო მეტი საჯარო მოხელე იქნება, რომელიც გამოთქვამს თავის განსხვავებულ აზრს, მით უფრო დაცულები იქნებით თქვენ – გიორგი გახარია საჯარო მოხელეებს მიმართავს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay