TI-ის იურისტი თეო ზაქარაშვილი იმ საჯარო მოხელეებს მიმართავს, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას გაემიჯნენ:
საჯარო მოხელეებო, თუ თქვენი განცხადებების გამო ვინმე სამსახურიდან წასვლას გაიძულებთ:
1. არ დაწეროთ საკუთარი ნებით განცხადება, ეს მხოლოდ აიოლებს თქვენს გაგდებას;
2. ასეთი მუქარა როგორმე დაადოკუმენტირეთ, ბევრი ხერხია – თქვენ აარჩიეთ, რომელი გიჯობთ და მოგიხერხდებათ;
3. მუქარაზე მინუმუმ სახალხო დამცველს მიმართეთ განცხადებით. ბევრი სხვა საშუალება არ მუშაობს, სახალხო დამცველის შესაბამისი დეპარტამენტების კარგი თანამშრომელების იმედი მაქვს და ღირს აქ განცხადების გაგზავნა;
4. დაგვირეკეთ და გვითხარით ამის შესახებ არასამთავრობოებს (კიდევ უფრო მეტად ინდივიდუალურად დავგეგმავთ, რით დაგეხმაროთ);
5. თუ გეტყვიან, რომ სამსახურში აღარ გამოცხადდეთ, რადგან გაგიშვეს, მოითხოვეთ გათავისუფლების ბრძანების ჩაბარება. თუ არ გაბარებენ, ჩვეულებრივ გამოცხადდით სამსახურში. ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ გამოუცხადებლობის საბაბით გაგაგდონ.
6. თუ გათავისუფლების ბრძანება ჩაგბარდათ, მიმართეთ იურისტს ( ჩვენ და სხვა არასამთავრობოებს) და ინდივიდუალურად გადაწყდება, რა სამართლებრივი გზების გამოყენება ჯობს.
7. ეს ყველა, რაც ზემოთ წერია, მათი მხრიდან უკანონო ქმედებებია, თუმცა საჭიროებს სწორ სამართლებრივ რეაგირებას. ამიტომ ჯობს, ვიმოქმედოთ.
მადლობა ყველა თქვენგანს, სწორია ახლა არგაჩუმება.