ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
Home საზოგადოება ლიონში გიორგი მიქაუტაძის სახლი გაძარცვეს

ლიონში გიორგი მიქაუტაძის სახლი გაძარცვეს

by admin

გუშინ ღამით გიორგი მიქაუტაძის სახლში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა და იარაღის მუქარით ქართველი ფეხბურთელი გაძარცვეს. როგორც ფრანგული მედია წერს, გამოძიება, რომელსაც ადგილობრივი კრიმინალური განყოფილება ხელმძღვანელობს, უკვე ეძებს დამნაშავეებს, რომელთაც ტერიტორია ხელცარიელებს არ დაუტოვებიათ.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სახლიდან გატანილია 250 000 ევროს ღირებულების სამკაულები, საათები და სხვა ნივთები.

სამწუხაროდ ჟორჟმაც გამოსცადა ის, რაც ლიონის სხვა ფეხბურთელებსაც გადახდათ ახლო წარსულში.

გიორგი მიქაუტაძე და მისი ოჯახის წევრები თავს კარგად გრძნობენ… მათ არაფერი დაშავებიათ.
ძარცვა გუშინ ღამით, ნიცასთან მატჩის მიმდინარეობისას მოხდა…
ბომბარდირო, შენს გვერდით ვართ! ყველაფერი მალე გაირკვევა – წერს Geo Team

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay