შაბათი, ივნისი 6, 2026
Home მსოფლიო ტრამპს ვუთხარი, რომ თუ “ჰეზბოლა” ჩვენს ქალაქებზე თავდასხმას არ შეწყვეტს, ისრაელი ბეირუთში ტერორისტულ სამიზნეებს დაარტყამს – ნეთანიაჰუ

ტრამპს ვუთხარი, რომ თუ “ჰეზბოლა” ჩვენს ქალაქებზე თავდასხმას არ შეწყვეტს, ისრაელი ბეირუთში ტერორისტულ სამიზნეებს დაარტყამს – ნეთანიაჰუ

by admin

პრეზიდენტ ტრამპს ვუთხარი, რომ თუ „ჰეზბოლა“ ჩვენს ქალაქებზე თავდასხმას არ შეწყვეტს, ისრაელი ბეირუთში ტერორისტულ სამიზნეებს დაარტყამს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტირი, ბენიამინ ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს საღამოს პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ თუ „ჰეზბოლა“ ჩვენს ქალაქებსა და მოქალაქეებზე თავდასხმას არ შეწყვეტს, ისრაელი ბეირუთში ტერორისტულ სამიზნეებს დაარტყამს“, – წერს ნეთანიაჰუ X-ზე.

მისი თქმით, ისრაელის „ეს პოზიცია უცვლელი რჩება“.

„პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანში მოქმედებას გეგმის მიხედვით გააგრძელებს“, – აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay