შაბათი, ივნისი 6, 2026
Home მსოფლიო აშშ და ნატო-ელი მოკავშირეები ბალტიის ზღვაში მასშტაბურ საზღვაო წვრთნებს იწყებენ

აშშ და ნატო-ელი მოკავშირეები ბალტიის ზღვაში მასშტაბურ საზღვაო წვრთნებს იწყებენ

by admin

აშშ და ნატო-ელი მოკავშირეები ამ კვირაში ბალტიის ზღვაში შემცირებული მასშტაბის სამხედრო-საზღვაო წვრთნებს დაიწყებენ.

ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს გერმანიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, შტეფან გაიშმა განუცხადა.

როგორც ცნობილია, ეს ყოველწლიური წვრთნები, რომლებიც 1971 წლიდან ტარდება, წელს 15 ქვეყნის დაახლოებით 20 ხომალდსა და 6 000 სამხედრო მოსამსახურეს გააერთიანებს, რაც გასული წლის მაჩვენებლის დაახლოებით ნახევარია.

ოფიციალური პირების განმარტებით, წვრთნების მასშტაბის შემცირება ინტერესის კლებას არ უკავშირდება და განპირობებულია მიმდინარე ოპერატიული გარემოებებით, რადგან დასავლეთის სამხედრო-საზღვაო ძალები სხვა რეგიონებშიც არიან ჩართული, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში, ჰორმუზის სრუტეში.

მიუხედავად შემცირებული მასშტაბისა, აშშ-ის ხელმძღვანელობით ჩატარებული BALTOPS-ის საზღვაო წვრთნები, რომლებიც 4-20 ივნისს გაიმართება, წელს ბალტიის ზღვაში ყველაზე დიდი სამხედრო მანევრები იქნება. წვრთნებში ფლაგმანური ხომალდის როლს აშშ-ის სარდლობის ხომალდი USS Mount Whitney შეასრულებს.

„ამ პერიოდში აშშ-ის ხელმძღვანელობით ფართომასშტაბიანი წვრთნების ჩატარება და ნატო-ელი მოკავშირეების აქტიური მონაწილეობა ალიანსის ძალისა და ერთიანობის დემონსტრირებაა. ეს ალიანსის ერთიანობისა და სიმტკიცის ნიშანია, და მე ყველა მოკავშირეს ვგულისხმობ“, – განაცხადა შტეფან გაიშმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay