2
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების ახალ ვარიანტებს წარუდგენს, – ინფორმაციას გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური ბრედ კუპერი დღეს აშშ-ის პრეზიდენტს ირანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო მოქმედებების ახალ გეგმებს წარუდგენს.
წყაროების ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია „მოკლე და ძლიერი“ დარტყმების სერიას განიხილავს, რათა ირანი მოლაპარაკებებში დათმობებზე წავიდეს.
ასევე, ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ ვარიანტებს შორის ჰორმუზის სრუტის ნაწილზე კონტროლის დამყარება და გამდიდრებული ურანის გამოტანის მიზნით ირანში სპეციალური დანიშნულების რაზმების გაგზავნა განიხილება