5
ევროკავშირს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიასთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, კენჭისყრის შედეგები ხუთშაბათს, 23 აპრილს, არის მოსალოდნელი.
“დღეს დაიწყო შესაბამისი პროცედურა. რა თქმა უნდა, შედეგებს მხოლოდ ხვალ უნდა ველოდოთ. ხვალ დასრულდება ამ განხილვებისა და გადაწყვეტილებების პროცედურა,” – განაცხადა ზელენსკიმ.
ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯერ-ჯერობით კონსტრუქციული საუბრები მიმდინარეობს