3
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდა, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ნატო-ს გენერალური მდივნის მარკ რუტეს შეხვედრა ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
მხარეებს შორის შეხვედრაში მონაწილეობა თურქეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა, ჰაკან ფიდანმა და იაშარ გულერმა მიიღეს.
მანამდე, რუტემ თურქეთის სამხედრო საწარმო კომპანია Aselsan-ი მოინახულა.
“ნატო თურქეთისა და მოკავშირეების დასაცავად ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა”, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კომპანიაში ვიზიტისას