ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
Home მსოფლიო ნორვეგია და უკრაინა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

ნორვეგია და უკრაინა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

by admin

ნორვეგია და უკრაინა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ, უკრაინული დრონების წარმოება ნორვეგიის ტერიტორიაზეც დაიწყება. ამის შესახებ ნათქვამია ნორვეგიის მთავრობის განცხადებაში. იუწყება Reuters

აღნიშნულია, რომ უკრაინა და ნორვეგია მიიღებენ ზომებს, რათა ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას — ახალი ტექნოლოგიების განვითარებისა და წარმოების მოცულობის გაზრდის მიზნით. გარდა ამისა, უკრაინული დრონები ნორვეგიის ტერიტორიაზეც დამზადდება.

“სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება სასარგებლოა ორივე ქვეყნისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის და ამავე დროს ვიყენებთ უკრაინის გამოცდილებას, რომელიც ფრონტზეა მიღებული, ჩვენი საკუთარი თავდაცვის განვითარებისთვის. უკრაინაში ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება და უკრაინელები ბევრს გვასწავლიან თანამედროვე ომის შესახებ,” – განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ,

ორმხრივი შეხვედრის შემდეგ იონას გარ სტორემ და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay