პარასკევი, აპრილი 17, 2026
Home მსოფლიო რუსეთის დუმამ უცხოეთში რუსების დასაცავად პრეზიდენტისთვის არმიის გამოყენების უფლების კანონი მიიღო

რუსეთის დუმამ უცხოეთში რუსების დასაცავად პრეზიდენტისთვის არმიის გამოყენების უფლების კანონი მიიღო

by admin

რუსეთის სახელმწიფო დუმამ საზღვარგარეთ რუსეთის მოქალაქეების დასაცავად შეიარაღებული ძალების “ექსტერიტორიული” გამოყენების კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

ეს კანონპროექტი ითვალისწინებდა ცვლილების შეტანას მუხლებში: “მოქალაქეობის შესახებ” და “თავდაცვის შესახებ”. სახელმწიფო დუმაში ის 19 მარტს წარადგინეს. განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონპროექტი შეიმუშავეს რუსეთის მოქალაქეების დასაცავად, თუ მათ დააკავებენ ან სხვა სახის დევნას დაიწყებენ. არმიის “ექსტერიტორიული” გამოყენების გადაწყვეტილების მიღება რუსეთის პრეზიდენტს შეეძლება.

როგორც დამოუკიდებელი რუსული მედიაპროექტი Faridaily წერდა, კანონპროექტის დანიშნულება გაუგებარია, რადგან რუსეთის პრეზიდენტს ისედაც აქვს უფლება “გამოიყენოს ზომები” მოქალაქეების დასაცავად, თუ უცხოური ან საერთაშორისო ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას, რომლებიც რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ეს გათვალისწინებულია N390 ფედერალური კანონით – “უსაფრთხოების შესახებ” – კერძოდ, მისი მერვე მუხლით. კანონი “თავდაცვის შესახებ” ამ შემთხვევისთვის ზომების სახით საზღვარგარეთ სამხედროების გამოყენებასაც ითვალისწინებს. ახალი კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მისი მიზანი სწორედ ამ ნორმის “განვითარებაა”.

რუსული მედია Коммерсантъ-ის მიერ გამოკითხული იურისტების აზრით, ახალი ნორმა შესაძლოა იყოს “კანონმდებლობითი გაფორმება” სანქცირებული ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდებისთვის ესკორტის გაყოლებისთვის ან სხვა სახის დაცვისთვის

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay