4
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მალტაში მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირის მეორე დივიზიონის ნახევარფინალში გერმანია 19:13 დაამარცხა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა! მსოფლიო თასი 22-26 ივლისს ავსტრალიაში ჩატარდება და მასში 8 უძლიერესი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას: მასპინძელი ავსტრალია, საქართველო, საბერძნეთი, ხორვატია, იტალია, მონტენეგრო, ესპანეთი და უნგრეთი.
საქართველოს ნაკრები
ბესარიონ ახვლედიანი (4 გოლი), სტეფან პიეშივაცი (3), ხვიჩა ჯახაია (3), საბა ტყეშელაშვილი (2 გოლი), ნიკა შუშიაშვილი (2), ვატო დადვანი (1), ანდრია ბითაძე (1), დუშან ვასიჩი (1), იოვან სარიჩი (1), გიორგი მესხი (1), ირაკლი რაზმაძე, გიორგი გვეტაძე, ანდრია ვლაჰოვიჩი, ლუკა ჩიქოვანი, საბა მაჭავარიანი