შაბათი, აპრილი 18, 2026
Home პოლიტიკა უნგრეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან ინტენსიური თანამშრომლობისთვის მზად ვარ – რობერტ ფიცო

უნგრეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან ინტენსიური თანამშრომლობისთვის მზად ვარ – რობერტ ფიცო

by admin

უნგრეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან ინტენსიური თანამშრომლობისთვის მზად ვარ, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო სოციალურ ქსელში წერს.

“სრული პატივისცემით, ვცნობ გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებში უნგრეთის მოქალაქეების გადაწყვეტილებას და უნგრეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან ინტენსიური თანამშრომლობისთვის მზად ვარ, რომელსაც არჩევნების შედეგს ვულოცავ”, – წერს ფიცო X-ზე.

სლოვაკეთის მთავრობის მიზნები უცვლელი რჩება. ჩვენ უნგრეთთან მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ერთგულები ვართ. სლოვაკეთის მთავრობა მხარს უჭერს „ვიშეგრადის ჯგუფის“ ფორმატის აღდგენას. მხარს ვუჭერთ უნგრეთთან ერთად ჩვენი ენერგეტიკული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით ერთობლივ მიდგომას. მჯერა, რომ სლოვაკეთის, უნგრეთისა და მთლიანად ცენტრალური ევროპის მხრიდან „დრუჟბას“ ნავთობსადენის მუშაობის აღდგენის მიმართ კვლავ დიდი ინტერესი არსებობს”, – აცხადებს ფიცო

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay