შაბათი, აპრილი 18, 2026
Home პოლიტიკა ჩემი ადმინისტრაცია მზადაა, უნგრეთს აშშ-ის სრული ეკონომიკური სიძლიერით დაეხმაროს – დონალდ ტრამპი

ჩემი ადმინისტრაცია მზადაა, უნგრეთს აშშ-ის სრული ეკონომიკური სიძლიერით დაეხმაროს – დონალდ ტრამპი

by admin

ჩემი ადმინისტრაცია მზადაა, უნგრეთს აშშ-ის სრული ეკონომიკური სიძლიერით დაეხმაროს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

“ჩემი ადმინისტრაცია მზადაა უნგრეთის ეკონომიკის გასაძლიერებლად ამერიკის შეერთებული შტატების მთელი ეკონომიკური სიძლიერე გამოიყენოს, როგორც ეს წარსულში ჩვენი დიდებული მოკავშირეებისთვის გაგვიკეთებია, თუ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და უნგრელ ხალხს ეს ოდესმე დასჭირდებათ. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ინვესტიცია ჩავდოთ მომავალ კეთილდღეობაში, რომელსაც ორბანის უწყვეტი ლიდერობა წარმოქმნის”, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.

შეგახსენებთ, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები კვირას, 12 აპრილს გაიმართება. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უნგრეთში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი იმყოფებოდა, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მხარდაჭერა გამოუცხადა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay