შაბათი, აპრილი 18, 2026
Home მსოფლიო ჯეი დი ვენსი პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრა

ჯეი დი ვენსი პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრა

by admin

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი შეერთებული შტატების გაემგზავრა პაკისტანში, სადაც 11 აპრილს, უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ირანის დელეგაციასთან.

ამის შესახებ CNN იუწყება.

აშშ-ის დელეგაციაში შედიან სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.

გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან კომენტარში ვენსმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა მომლაპარაკებელთა გუნდს აშშ-ის პოზიციებთან დაკავშირებით „მკაფიო მითითებები“ მისცა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

„ვეცდებით, რომ ეს იყოს პოზიტიური მოლაპარაკებები. პრეზიდენტმა მოგვცა საკმაოდ მკაფიო ინსტრუქციები, ვნახოთ, რა მოხდება. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, თუ ირანი მზად არის გულწრფელი მოლაპარაკებებისთვის, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ხელი გავუწოდოთ. მაგრამ თუ ისინი ეცდებიან ჩვენს მოტყუებას, დაინახავენ, რომ მომლაპარაკებელთა გუნდთან ეს არ იმუშავებს,“ – განაცხადა ვენსმა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay