შაბათი, აპრილი 18, 2026
Home პოლიტიკა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, 21 აპრილს, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, 21 აპრილს, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ

by admin

21 აპრილს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 21 აპრილის შეხვედრის დღის წესრიგშია ნათქვამი.

საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა ლუქსემბურგში გაიმართება. მას ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი უხელმძღვანელებს.

„მინისტრები აზრებს გაცვლიან სამხრეთ კავკასიაზე, განსაკუთრებული ფოკუსით სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე, ერევანში, სომხეთში დაგეგმილ „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტამდე და საქართველოში არსებულ ვითარებაზე“, – ნათქვამია დღის წესრიგში.

ასევე იგეგმება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებისა და სუდანის საკითხის განხილვა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay