შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა მარკო რუბიომ დაგვარწმუნა, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღი სხვა რეგიონში არ გადამისამართდება – ანდრიი სიბიჰა

მარკო რუბიომ დაგვარწმუნა, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღი სხვა რეგიონში არ გადამისამართდება – ანდრიი სიბიჰა

by admin

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა აცხადებს, რომ ამერიკული იარაღის ახლო აღმოსავლეთში გადამისამართების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან ისაუბრა.

სიბიჰამ ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლეს დიპლომატთან, კაია კალასთან ერთად კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სიბიჰამ აღნიშნა, რომ პარიზში გამართული „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის დროს მას რუბიოსთან ამერიკული იარაღის შესახებ მოკლე საუბარი ჰქონდა.

„ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ სხვა რეგიონში დახმარების გადამისამართებაზე საუბარი არ არის“, – თქვა სიბიჰამ.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay