76
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას ეხმაურება:
“აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება “ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური, ანტიევროპული და ანტიქართული პოლიტიკის ტრაგიკული შედეგია. როგორც არასდროს, აშკარაა, რომ მათ მიერ გატარებული კურსი მხოლოდ ერთი მიმართულებით – რუსეთისკენ მიდის”, – წერს პრეზიდენტი.