ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
Home მსოფლიო უკრაინამ ახლო აღმოსავლეთის სამ ქვეყანასთან 10-წლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი

უკრაინამ ახლო აღმოსავლეთის სამ ქვეყანასთან 10-წლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი

by admin

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ 10-წლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი კატართან და მალე მსგავს შეთანხმებას არაბთა გაერთიანებულ საამიროებთანაც გააფორმებს. ეს შეთანხმებები არ ითვალისწინებს უკრაინული ჯარების მონაწილეობას საზღვარგარეთ კონფლიქტებში.

“დღეს ასეთ დეტალებს არ განვიხილავთ. ექსპერტიზის, სწავლების, თანაწარმოების, წარმოებისა და ინვესტიციების გარდა. ყველა ეს მიმართულება იქნება ამოქმედებული.

რაც შეეხება ჩვენს სამხედროებს, დღეს მათ მონაწილეობას სხვა ომში არ განვიხილავთ. ჩვენ საკუთარი ომიც გვყოფნის. უკრაინისა და კატარის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს თანაწარმოებას, კატარსა და უკრაინაში ქარხნების მშენებლობას, ასევე ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობას. ანუ, ამ 10 წლის განმავლობაში ჩვენ ჩავერთვებით ერთობლივ წარმოებაში და ავაშენებთ ქარხნებს ორივე ქვეყანაში”, – თქვა ზელენსკიმ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay