ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
Home მსოფლიო ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანში მეორე ბირთვულ ობიექტს დაარტყეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანში მეორე ბირთვულ ობიექტს დაარტყეს

by admin

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანში მეორე ბირთვულ ობიექტს დაარტყეს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის ცენტრალურ ნაწილში, იაზდში, ურანის ქარხანა დაბომბეს. მათივე განმარტებით, ეს ობიექტი ერთადერთია თავისი ტიპის ობიექტებს შორის, სადაც ნედლეული ურანის გამდიდრებისთვის მუშავდება.

„ამ ობიექტის დაბომბვა ირანის ტერორისტულ რეჟიმს ართმევს ამ პროცესებისთვის საჭირო ნედლეულს და კიდევ უფრო ძირს უთხრის ირანის ბირთვული იარაღის პროგრამას“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ისრაელის სამხედრო ძალებმა ირანში არაკის მძიმე წყლის რეაქტორი დაბომბეს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ცნობით, ირანის არაკის მძიმე წყლის რეაქტორი გასული წლის მდგომარეობით მშენებლობის პროცესში იყო. მძიმე წყლის გამოყენება შესაძლებელია პლუტონიუმის წარმოებაში, რომელსაც ბირთვული ბომბის შექმნისთვის იყენებენ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay