74
ევროპის 2025 წლის საკვალიფიკაციო ტურნირის მეოთხე ტურში, G ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ფინეთი 17 ქულით დაამარცხა.
ტექნიკური პრობლემის გამო მატჩი 50 წუთის დაგვიანებით დაიწყო, პირველი ტაიმი ორი ქულით წავაგეთ, შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები დომინირებდა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ჩვენი გუნდიდან 25 ქულით ყველაზე შედეგიანი შენგელია იყო, ბოდუინმა 22 ქულა ჩააგდო, 12 სანაძემ, 9 ბურჯანაძემ, 6 ანდრონიკაშვილმა, 5 შერმადინმა, 2 კი ფევაძემ