13
სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ გამოაცხადა, რომ ირანის ახალ უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის შვილი, 56 წლის მოჯთაბა ხამენეი აირჩიეს.
ირანის რეჟიმში მემკვიდრეობითი პრინციპით ძალაუფლების გადაცემა უჩვეულოა, თუმცა მოჯთაბას ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში (IRGC) კონსერვატიულ ელემენტებთან ახლო კავშირები აქვს და მისი მხარდამჭერებისთვის ალი ხამეინის იდეოლოგიური ხაზის გაგრძელებას განასახიერებს.
ცნობისთვის, 4 მარტს ოპოზიციური ინგლისურენოვანი ირანული მედია, Iran International-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანის უზენაეს ლიდერად სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ სწორედ მოჯთაბა ხამენეი აირჩია. თუმცა, ეს აქამდე ოფიციალურად დადასტურებული არ ყოფილა