შაბათი, აპრილი 4, 2026
Home საზოგადოება შრი-ლანკას სანაპიროებთან ირანულ გემზე წყალქვეშა ნავის თავდასხმის შედეგად 101 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა, 1 დაიღუპა, 78 კი დაშავდა

შრი-ლანკას სანაპიროებთან ირანულ გემზე წყალქვეშა ნავის თავდასხმის შედეგად 101 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა, 1 დაიღუპა, 78 კი დაშავდა

by admin

შრი-ლანკის სანაპიროსთან ირანულ გემზე წყალქვეშა ნავის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 101 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა, ერთი დაიღუპა და 78 დაშავდა, – ამის შესახებ Reuters-ს წყაროებმა განუცხადეს.

ჯერ უცნობია, ვინ დაესხა თავს გემს, რომელიც, წყაროების ცნობით, უკვე ჩაძირულია.

ამჟამად ადგილზე მობილიზებულია შრი-ლანკას სამხედრო საზღვაო ძალები, რომლებიც სამაშველო ოპერაციას ატარებენ.

ამ დროისთვის ირანული ფრეგატიდან სულ მცირე 32 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ისინი ქალაქ გალეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay