შაბათი, აპრილი 4, 2026
Home მსოფლიო აშშ-მა ირანი უკანონო დაკავების სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა

აშშ-მა ირანი უკანონო დაკავების სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა

by admin

აშშ-მა ირანი უკანონო დაკავების სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ავრცელებს.

“დღეს, ირანს უკანონო დაკავების სპონსორ სახელმწიფოდ ვაცხადებ. როდესაც 47 წლის წინ ირანის რეჟიმმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, აიათოლა ხომეინიმ ძალაუფლებაზე კონტროლი აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების მძევლად აყვანით გაამყარა. ათწლეულების განმავლობაში ირანი უდანაშაულო ამერიკელების, ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეების დაკავებას აგრძელებს, რათა ისინი სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენოს. ეს საზარელი პრაქტიკა უნდა დასრულდეს. ირანის რეჟიმმა მძევლების აყვანა უნდა შეწყვიტოს და ირანში უკანონოდ დაკავებული ყველა ამერიკელი უნდა გაათავისუფლოს “, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის მოქალაქეების საზღვარგარეთ უკანონო დაკავებისგან დაცვის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი გასული წლის სექტემბერში მოაწერა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay