შაბათი, აპრილი 4, 2026
Home მსოფლიო პიტ ჰეგსეთმა აშშ-ის არმიის შტაბის უფროსი, რენდი ჯორჯი თანამდებობიდან გაათავისუფლა

პიტ ჰეგსეთმა აშშ-ის არმიის შტაბის უფროსი, რენდი ჯორჯი თანამდებობიდან გაათავისუფლა

by admin

აშშ-ის ომის დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის, შონ პარნელოს განცხადებით, რენდი ჯორჯი აშშ-ის არმიის შტაბის უფროსის თანამდებობიდან გადადგა.

ამის შესახებ შონ პარნელი  X-ზე წერს.

„გენერალი რენდი ჯორჯი სახმელეთო ჯარების არმიის 41-ე შტაბის უფროსის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადადგა.

„ომის დეპარტამენტი მადლობას უხდის გენერალ ჯორჯს ჩვენი ქვეყნისთვის ათწლეულების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის. ვუსურვებთ მას ყოველივე საუკეთესოს პენსიაზე გასვლის შემდე,“ – წერს შონ პარნელი.

ამასთან, CBS News იუწყება, რომ ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა აშშ-ის არმიის შტაბის უფროსს, რენდი ჯორჯს თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვა.

ერთ-ერთმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ ჰეგსეთს სურს, ჯორჯის შემცვლელი ისეთი ვინმე იყოს, ვინც ამერიკული არმიის შესახებ მისი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხედვას უკეთ განახორციელებს.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay