შაბათი, აპრილი 4, 2026
Home მსოფლიო თეირანის ცენტრში სამი აფეთქება მოხდა

თეირანის ცენტრში სამი აფეთქება მოხდა

by admin

თეირანის ცენტრში სამი აფეთქება მოხდა, – ინფორმაციას ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანის დედაქალაქში აფეთქებების ხმა გაისმა და ქალაქის თავზე კვამლი გაჩნდა.

მანამდე, ირანის წინააღმდეგ დარტყმა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა დაადასტურა.

ისრაელ კაცის ცნობით, ისრაელმა ირანის წინააღმდეგ პრევენციული დარტყმა განახორციელა.

„ისრაელის სახელმწიფომ ირანის წინააღმდეგ პრევენციული დარტყმა განახორციელა ისრაელის სახელმწიფოს წინაშე არსებული საფრთხის აღმოფხვრის მიზნით“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay