ორშაბათი, აპრილი 27, 2026
Home მსოფლიო ლიბანში “ჰეზბოლას” ორი მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა

ლიბანში “ჰეზბოლას” ორი მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა

by admin

ლიბანში, საჰაერო იერიშების შედეგად “ჰეზბოლას” ორი მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა, – ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაღუპულები “რადვანის” ქვედანაყოფის უფროსი მეთაურები იყვნენ, რომლებიც ტანკსაწინააღმდეგო დანაყოფებსა და სანაპირო ზონაში ოპერაციებზე პასუხს აგებდნენ.

ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გასულ კვირას თვითმფრინავებმა “ჰეზბოლას” 140-ზე მეტი სარაკეტო გამშვები დანადგარი გაანადგურეს, რომელთაც “ჰეზბოლა” ცენტრალური ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასაშვებად იყენებდა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay