სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
Home პოლიტიკა მოლდოვის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა

by admin

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრუ მუნტეანუ უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

“მოლდოვის ხალხის სახელით, სოლიდარობის მკაფიო გზავნილს ვაგზავნი. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ, როგორც მეზობლები და მეგობრები, გაერთიანებულნი სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისა და ევროკავშირში ჩვენი საერთო მომავლისადმი ერთგულებით,” – წერს მოლდოვას პრემიერი სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, კიევში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოსთან მოლაპარაკებებს გეგმავს.

ცნობისთვის, 2025 წლის შემოდგომაზე მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ პრემიერ-მინისტრად ბიზნესმენი ალექსანდრუ მუნტეანუ წარადგინა, რომელიც მანამდე 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay