შაბათი, ივნისი 6, 2026
Home პოლიტიკა აშშ-ის ადმინისტრაცია ევროკავშირის დაშლას ცდილობს – ემანუელ მაკრონი

აშშ-ის ადმინისტრაცია ევროკავშირის დაშლას ცდილობს – ემანუელ მაკრონი

by admin

აშშ-ის ადმინისტრაცია ევროკავშირის დაშლას ცდილობს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, ამჟამად ევროპას საქმე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან აქვს, რომელიც „ღიად ანტიევროპულია“ და ევროკავშირის მიმართ „ზიზღს იჩენს“.

“როდესაც აშკარა აგრესიის აქტი არსებობს, თავი არ უნდა დახარო და შეთანხმების მიღწევას არ უნდა შეეცადო. ვფიქრობ, ეს სტრატეგია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვცადეთ და ის არ მუშაობს. გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-ის მუქარის ფონზე ევროპამ ეკონომიკური რეფორმები უნდა განახორციელოს და გლობალური გავლენა გააძლიეროს. ვაჭრობის ფრონტზე ჩინეთის ცუნამი გვაქვს, ხოლო ამერიკული მხრიდან არასტაბილურობა. ეს ორი კრიზისი ევროპელებისთვის შოკს წარმოადგენს”, – განაცხადა მაკრონმა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay