შაბათი, აპრილი 18, 2026
Home პოლიტიკა მოსკოვს უნდა ჩამოერთვას უკრაინის წინააღმდეგ სიცივის ბერკეტად გამოყენების შესაძლებლობა, ამისთვის საჭიროა რაკეტები Patriot-ისთვის, NASAMS-ისა და სხვა სისტემებისთვის – ვოლოდიმირ ზელენსკი

მოსკოვს უნდა ჩამოერთვას უკრაინის წინააღმდეგ სიცივის ბერკეტად გამოყენების შესაძლებლობა, ამისთვის საჭიროა რაკეტები Patriot-ისთვის, NASAMS-ისა და სხვა სისტემებისთვის – ვოლოდიმირ ზელენსკი

by admin

რუსეთმა მასშტაბური თავდასხმის დროს 400-ზე მეტი დრონი და სხვადასხვა ტიპის, დაახლოებით, 40 რაკეტა გამოიყენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.

მისი ინფორმაციით, რუსეთმა წუხელ უკრაინაზე თავდასხმა 400-ზე მეტი დრონით და სხვადასხვა ტიპის დაახლოებით 40-მდე რაკეტით განახორციელა.

“რუსეთს ყოველდღე შეუძლია აირჩიოს რეალური დიპლომატია, მაგრამ ის ახალ დარტყმებს ირჩევს. უმნიშვნელოვანესია, რომ ყველამ, ვინც მხარს უჭერს სამმხრივ მოლაპარაკებებს, ამაზე რეაგირება მოახდინოს. მოსკოვს უნდა ჩამოერთვას უკრაინის წინააღმდეგ სიცივის ბერკეტად გამოყენების შესაძლებლობა. ამისთვის საჭიროა რაკეტები Patriot-ისთვის, NASAMS-ისთვის და სხვა სისტემებისთვის. ყოველი მოწოდებული ტვირთი გვეხმარება ამ ზამთრის გადატანაში. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს, ვისაც ეს ესმის და გულწრფელად გვეხმარება”, – წერს ზელენსკი.

“ამერიკამ ორივე მხარეს შემოგვთავაზა მხარი დავუჭიროთ დონალდ ტრამპის დეესკალაციის ინიციატივას ენერგეტიკის მიმართულებით. უკრაინამ დაადასტურა, რუსეთმა ჯერ – არა. ამასთან, ამერიკამ პირველად შესთავაზა მოლაპარაკების ორივე ჯგუფს შეერთებულ შტატებში შეხვედრა – სავარაუდოდ, მაიამიში – ერთი კვირის შემდეგ. ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი მონაწილეობა”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay