შაბათი, აპრილი 18, 2026
Home საზოგადოება კობახიძე – დებატები საზოგადოების ერთიანობას ემსახურება, გვინდა, დავსხდეთ განსხვავებული მოსაზრებების ადამიანებთან და ვცადოთ ჭეშმარიტების დადგენა – გარედან უნდოდათ, საზოგადოება გაეხლიჩათ ორ ნაწილად, ამას უნდა დავუპირისპირდეთ

კობახიძე – დებატები საზოგადოების ერთიანობას ემსახურება, გვინდა, დავსხდეთ განსხვავებული მოსაზრებების ადამიანებთან და ვცადოთ ჭეშმარიტების დადგენა – გარედან უნდოდათ, საზოგადოება გაეხლიჩათ ორ ნაწილად, ამას უნდა დავუპირისპირდეთ

by admin

ჩვენი ამოცანაა საზოგადოების ერთიანობა და დებატების მიზანი ამას ემსახურება, გვინდა, ერთად დავსხდეთ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებთან ერთად და ვცადოთ ჭეშმარიტების დადგენა ყველა თემასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ჩვენი მიზანია დეპოლარიზაციის ხელშეწყობა. საქართველოში ხელოვნურად, ქვეყნის გარედან თავს გვახვევდნენ სიძულვილს,უნდოდათ, საზოგადოება ბოლომდე გაეხლიჩათ ორ ნაწილად. ვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ, ჩვენი ამოცანა, მიზანი არის საზოგადოების ერთიანობა და დებატების მიზანი ამას ემსახურება. ჩვენ გვინდა, ერთად დავსხდეთ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებთან ერთად და ერთად ვცადოთ ჭეშმარიტების დადგენა ყველა თემასთან დაკავშირებით. ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რაც ჩვენს ქვეყანას მიიყვანს დეპოლარიზაციამდე”, – განაცხადა კობახიძემ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay