შაბათი, აპრილი 18, 2026
Home საზოგადოება კობახიძე – მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით

კობახიძე – მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით

by admin

ჩვენ მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

“ჩვენ მოხარული ვართ, რომ ასეთი ინტერესი აქვს ევროსაბჭოს – საქართველოს რეალურად აქვს ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით, თქვენ იცით, რომ გამჭვირვალობის კანონი ემსახურერბოდა ზუსტად ამ მიზანს და შემდგომი კანონმდებლობაც ემსახურება ზუსტად ამ მიზანს. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით. იყო კანონის გვერდის ავლის შესაძლებლობები. ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა, არსებითად ემსახურება ამ გვერდის ავლის მექანიზმების განეიტრალებას. იყვნენ კონკრეტული ენჯეოები, რომლებსაც არ უნდოდათ, რქმეოდათ უცხოური ძალის გავლენის წარმომადგენლები და ამ დროს პირდაპირ უცხოურ ძალებად დარეგისტრირდნენ, მაგალითად ესტონეთში. ეს არის კანონის გვერდის ავლის მცდელობა და ამას უნდა დაუპირისპირდეს კანონი, რომელიც არის ინიცირებული”, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის ინფორმაციით, ევროსაბჭომ საქართველოს უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოცდილების გაზიარება სთხოვა. მახაშვილი თქმით, ევროსაბჭოს აინტერესებს, რა გამოცდილება აქვს საქართველოს ამ მიმართულებით

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay