ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
Home საზოგადოება პედრო სანჩესი ტირანი და ესპანელი ხალხის მოღალატეა, ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია – ილონ მასკი ესპანეთში მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის აკრძალვაზე

პედრო სანჩესი ტირანი და ესპანელი ხალხის მოღალატეა, ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია – ილონ მასკი ესპანეთში მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის აკრძალვაზე

by admin

ამერიკელი მილიარდერი, ილონ მასკი ესპანეთში დაგეგმილ 16 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის აკრძალვას ეხმიანება.

“ის ტირანი და ესპანელი ხალხის მოღალატეა… სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია”, – წერს მასკი X-ზე ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესზე.

ცნობისათვის, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა დუბაიში მიმდინარე მსოფლიო მთავრობათა სამიტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ესპანეთში16 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის აკრძალვა იგეგმება.

სანჩესი მიიჩნევს, რომ ციფრული პლატფორმები ჯანსაღ სივრცედ უნდა იქცეს და მან განაცხადა, რომ მომავალ კვირას მისი მთავრობა დაამტკიცებს ზომების სერიას, მათ შორის 16 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის აკრძალვას.

მისი თქმით, ამის მისაღწევად, პლატფორმებმა უნდა დანერგონ ეფექტური კონტროლი და რეალური ბარიერები არასრულწლოვნების წვდომის თავიდან ასაცილებლად

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay