კვირა, ოქტომბერი 11, 2026
Home მსოფლიო ისრაელი აფასებს უკრაინის მიერ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

ისრაელი აფასებს უკრაინის მიერ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

by admin

ისრაელი აფასებს უკრაინის მიერ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი X-ზე წერს.

მისი განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი დიპლომატიური და მორალური გადაწყვეტილება.

„ვაფასებთ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს. ეს არის მნიშვნელოვანი დიპლომატიური და მორალური გადაწყვეტილება: ტერორის წინააღმდეგ. რეპრესიების წინააღმდეგ. თავისუფლებისთვის,“ – წერს გიდეონ საარი.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინამ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay