სამშაბათი, აპრილი 28, 2026
Home სპორტი საქართველო – უკრაინის მატჩს ინგლისელი კრის კავანა განსჯის

საქართველო – უკრაინის მატჩს ინგლისელი კრის კავანა განსჯის

by admin

ერთა ლიგის B ჯგუფის მე-5 ტურის შეხვედრას საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის 39 წლის ინგლისელი არბიტრი კრის კავანა განსჯის. მას ასისტენტობას ლი ბეტსი და ნილ დევისი გაუწევენ. კავანა მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი მსაჯია. ის პრემიერ ლიგის შეხვედრებს, ასევე ევროპულ ტურნირებს ხშირად ემსახურება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უკრაინის მატჩი 16 ნოემბერს 21:00 საათზე დაიწყება.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay