ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
Home საზოგადოება მესტიის მერია – მოგიწოდებთ მაინერების მფლობელებს, გამორთეთ ე.წ. ბიტკოინის აპარატები

მესტიის მერია – მოგიწოდებთ მაინერების მფლობელებს, გამორთეთ ე.წ. ბიტკოინის აპარატები

by admin
❗️ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობის საყურადღებოდ !
⚠️ მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. ამ ეტაპზე, ტრანსფორმატორი გათიშულია, კრიზისულად გაზრდილი ტვირთის გამო ტრანსფორმატორის გადაწვის თავიდან აცილების მიზნით.
🪫 აღნიშნულ თემებში, ელექტროენერგიის მოხმარების სავალალო ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია უკონტროლო კრიპტო მაინინგთან.
❌ მოგიწოდებთ მაინერების მფლობელებს, გამორთეთ ე.წ. ბიტკოინის აპარატები!
❗️გთხოვთ გაიაზროთ, რომ თქვენს პირად ინტრერესებს ეწირება დანარჩენი მოსახლეობის – თქვენი მეზობლების, თქვენი ნათესავების, თქვენი მეგობრების კეთილდღეობა.
🆘 მსგავსი დატვირთვის გაგრძელების შემთხვევაში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლებელი გახდება.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay