შაბათი, აპრილი 25, 2026
Home საზოგადოება 3 და 4 იანვარს საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი დაცემაა მოსალოდნელი – გარემოს ეროვნული სააგენტო

3 და 4 იანვარს საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი დაცემაა მოსალოდნელი – გარემოს ეროვნული სააგენტო

by admin

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კოლხეთის დაბლობზე ზოგან ღამის ტემპერატურა შესაძლებელია -8, ხოლო შიდა ქართლში -17 გრადუსამდე დაეცეს. შესაძლოა, მნიშვნელოვნად დაზიანდეს სუბტროპიკული კულტურები და ვაზის ნარგავები.

“ძლიერმა ყინვამ და ლიპყინულმა შესაძლებელია გამოიწვიოს შეზღუდვები საავტომობილო გზების და მაგისტრალების ცალკეულ მონაკვეთებზე და შემოყინულობა ელექტროგადამცემ ხაზებზე (საფრთხის დონე საშუალო)”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay