შაბათი, აპრილი 25, 2026
Home მსოფლიო ნიუ-იორკის ახალმა მერმა ფიცი დადო

ნიუ-იორკის ახალმა მერმა ფიცი დადო

by admin

ნიუ-იორკის ახალმა მერმა ფიცი დადო, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ნიუ-იორკის მერის, ზოჰრან მამდანის ფიცის დადების ცერემონია ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ მიტოვებულ მეტროს სადგურში დახურულ ფორმატში გაიმართა.

მამდანიმ ფიცი ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის, ლეტიცია ჯეიმსის წინაშე და მისი მეუღლის, რამა დუვაჯის თანდასწრებით, ყურანზე დადო.

შეგახსენებთ, 4 ნოემბერს გამართულ ნიუ-იორკის მერის არჩევნებში 34 წლის „დემოკრატმა“, ზოჰრან მამდანიმ ნიუ-იორკის ყოფილი გუბერნატორი, ენდრიუ კუომო დაამარცხა. მამდანი ნიუ-იორკის პირველი მუსლიმი მერია

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay