კვირა, აპრილი 19, 2026
Home მსოფლიო უკრაინას აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიები 30-50 წლით სურს – ზელენსკი

უკრაინას აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიები 30-50 წლით სურს – ზელენსკი

by admin

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიები 30-40-50 წლით სურს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს:

“მართლაც, ეს სამუდამო არ არის. დოკუმენტები ითვალისწინებს 15 წლიან ვადას, ამ უსაფრთხოების გარანტიების გახანგრძლივების შესაძლებლობით. ეს საკითხი პრეზიდენტთანაც დავაყენე. ვუთხარი, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ომში ვართ და ეს თითქმის 15 წელია მიმდინარეობს. ამიტომ, ძალიან მინდა, რომ გარანტიები უფრო ხანგრძლივი იყოს. მე მას ვუთხარი, რომ ძალიან გვსურს განვიხილოთ 30-40-50 წლის შესაძლებლობა და მაშინ ეს იქნება პრეზიდენტ ტრამპის ისტორიული გადაწყვეტილება. პრეზიდენტმა თქვა, რომ ამაზე დაფიქრდება”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay