პარასკევი, აპრილი 24, 2026
Home პოლიტიკა შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს, ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – რუბიო

შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს, ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – რუბიო

by admin

აშშ შეთანხმების თავს მოხვევას არ ცდილობს,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ბრიფინგზე განაცხადა.

“ომები, ზოგადად, ორი გზით სრულდება: ერთი მხარის დანებებით ან მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმებით. უახლოეს მომავალში რომელიმე მხარის დანებებას ვერ ვხედავთ, ასე რომ, მხოლოდ მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმება გვაძლევს შესაძლებლობას ამ ომის დასასრულებლად.

მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ ამით რაღაც მიიღოს და ორივე მხარემ დათმოს რაღაც. იმის დადგენას ვცდილობთ, რისი დათმობა შეუძლია რუსეთს და რისი მიღების მოლოდინი შეიძლება ჰქონდეთ, და რისი დათმობა შეუძლია უკრაინას და რისი მიღების მოლოდინის შეიძლება ჰქონდეს.

საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული, შეერთებულ შტატებზე არა. ასეთი როლის შესრულებას ვცდილობთ, ამიტომ ხედავთ ამდენ შეხვედრებს. ეს შეთანხმების ვინმესთვის თავს მოხვევაზე არაა, არამედ იმის დადგენაზეა, თუ რას მოელის ორივე მხარე, რას სჭირდებათ და რისი გაცემა შეუძლიათ ამისთვის, და თუ ემთხვევა ეს ორი რამ. და, რა თქმა უნდა, ეს ბევრ დროსა და სამუშაოს საჭიროებს.

ეს ვერ გაკეთდება მედიაში ან პრესკონფერენციებზე. ვფიქრობ, რომ პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი. და, რა თქმა უნდა, ყველაზე რთული საკითხები ყოველთვის ბოლო საკითხებია”, – განაცხადა რუბიომ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay