31
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ 19 დეკემბერს გამართულ 2-საათიან პრესკონფერენციაზე რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მიმდინარე სამშვიდობო პროცესი უკრაინისთვის “შეთანხმების თავს მოხვევას” არ ნიშნავს.:
“ჩვენ ვცდილობთ, გავარკვიოთ, რის დათმობა შეუძლია რუსეთს და რის მიღებას მოელიან – რის დათმობა შეუძლია უკრაინას და რის მიღებას მოელიან. საბოლოოდ, გადაწყვეტილების მიღება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული და არა – ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ჩვენ ამ როლის თამაშს ვცდილობთ და ამიტომ ხედავთ ამდენ შეხვედრას. ეს არ არის ვინმეზე შეთანხმების თავს მოხვევა”