სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
Home საზოგადოება ბრალდება, რომ შსს-მ ე.წ. კამიტი გამოიყენა, სიცრუეა, გომელაური გულისხმობდა, რომ 2009 წელს სხვადასხვა ნივთიერებაა შესყიდული, ეს არ არის „კამიტი“ – შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ შსს-ს ე.წ. კამიტი არასდროს შეუსყიდია – შსს მინისტრი

ბრალდება, რომ შსს-მ ე.წ. კამიტი გამოიყენა, სიცრუეა, გომელაური გულისხმობდა, რომ 2009 წელს სხვადასხვა ნივთიერებაა შესყიდული, ეს არ არის „კამიტი“ – შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ შსს-ს ე.წ. კამიტი არასდროს შეუსყიდია – შსს მინისტრი

by admin

ვახტანგ გომელაური გულისხმობდა, რომ 2009 წელს არის სხვადასხვა ნივთიერებები შესყიდული, უბრალოდ. გაგიცრუვდათ იმედები და ეს არ არის “კამიტი”,  გავეცანი ყველა დოკუმენტაციას და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ შსს-ს ე.წ. კამიტი არასდროს შეუსყიდია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“გავრცელებული ბრალდება, რომელიც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერების, ე.წ. კამიტის გამოყენებას, არის სრული აბსურდი, სიცრუე, სიმართლეს არ შეესაბამება. მე პირადად გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, ყველა შესყიდვას, რომელიც კი განხორციელებულა ამ მიმართულებით და სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუსყიდია ე.წ. კამიტი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება. რა თქმა უნდა, დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა, გამოიკითხება ყველა ადამიანი და გაეცემა კითხვებს პასუხი. ბატონი ვახტანგი გულისხმობდა, რომ 2009 წელს არის სხვადასხვა ნივთიერებები შესყიდული, უბრალოდ გაგიცრუვდათ იმედები და ეს არ არის “კამიტი”,“ – განაცხადა გელაძემ.

შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. ყოფილი მინისტრის მტკიცებით, ბოლო შეძენა მოხდა 2009 თუ 2010 წელს, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია, ხოლო “ნაცებმა კატა გამოთხარეს”.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay