შაბათი, ივნისი 6, 2026
Home საზოგადოება საქართველოში ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის “შავი ყუთი” ნაპოვნია და დაწყებულია გამოძიება – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

საქართველოში ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის “შავი ყუთი” ნაპოვნია და დაწყებულია გამოძიება – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

by admin

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის „შავი ყუთი“ ნაპოვნია.

მისივე თქმით, დაწყებულია გამოძიება.

“ჩვენი თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია და გამოძიებები დაწყებულია. დაღუპულთა 19 ცხედარი ვიპოვეთ. ბოლო ცხედრის ძიება გრძელდება. ამ პროცესის განმავლობაში, უპირველეს ყოვლისა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს ვესაუბრეთ და შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრ კობახიძეს”, – განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის, 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა. ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay